მამუკა კაციტაძე: „რესპუბლიკელებს“ ოთხი წელი ივანიშვილის სათბურში ჯდომით დასცხათ
01-09-2016, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რაც შეეხება რესპუბლიკელების“ შეფასებას, მე დამარცხებული და გაწბილებული პარტიის შეფასებებზე ვერაფერს ვიტყვი. სასათბურე პირობებზე კი მეღიმება, იმიტომ რომ „რესპუბლიკელებს“ ოთხი წელი დასცხათ ივანიშვილის სათბურში ჯდომით“, - განაცხადა მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა კაციტაძემ.

 

 

აღნიშნულით მამუკა კაციტაძე  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თინა ხიდაშელის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ორ პარტიას წინასაარჩევნოდ სასათბურე პირობებში ამყოფებს.

 

 

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ინსტიტუციებისადმი ნდობის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

 

„2016 წლის 1-ელ სექტემბერს პირველი ნომერი მიენიჭა პირველ პოლიტიკურ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს, რომლისთვისაც არის პირველი არჩევნები და ეს არჩევნები იქნება წარმატებული“,-განაცხადა კაციტაძემ.

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილება. „რესპუბლიკური პარტია“ ითხოვდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც საარჩევნო კომისიამ 2 საარჩევნო სუბიექტს ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა. 

 

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად დაინტერესებულს უწოდებს. როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ ორ პოლიტიკურ სუბიექტს სასათბურე პირობები შეუქმნას წინასაარჩევნო პერიოდში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი