დავით საგანელიძე: ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბატონი ბიძინას და ჩემი აზრები ემთხვევა – 100 არის მინიმალური ოდენობა მანდატების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს
01-09-2016, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" საპარლამენტო მანდატების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

საგანელიძე მიიჩნევს, რომ "100 არის მანდატების მინიმალური ოდენობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს საპარლამენტო არჩევნებში".

 

 

„მე ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბატონი ბიძინას და ჩემი აზრები აქაც ემთხვევა ერთმანეთს. მე, შეიძლება ცოტა უფრო ოპტიმისტისი ვარ, თუმცა ჩემს გათვლებში 100-ის ქვემოთ ჩამოსვლას არ ვაპირებ. საპარლამენტო ცხოვრების და არჩევნების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. შესანიშნავად ვგრძნობ იმ სიტუაციას, რაც არის ქვეყანაში, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური ძალა, ვინ ჰყავს ოპონენტები, როგორ შეიძლება გადათამაშდეს ძალები, როგორია განწყობა საზოგადოებაში. ასე, რომ მიმაჩნია, 100 არის მინიმალური ოდენობა მანდატების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

 

ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მომავალ პარლამენტში დაახლოებით 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი