პრემიერი „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებს: ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების“ ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, მეტყველებს რომ იდეების არ უნდა შეგეშინდეთ
01-09-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების“ ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის 36 გამარჯვებულს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ.

 


„ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუკი რამ წამომიწყია ცხოვრებაში და ნამდვილად მეამაყება, რომ საქართველოში დღეს არის საშუალება, ადამიანმა ნულიდან, მართლაც არაფრიდან, მხოლოდ საინტერესო იდეაზე დაყრდნობით დაიწყო ბიზნესი. ძალიან მახარებს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს ეკოსისტემა, სადაც ახალი, ინოვაციური იდეები ხორცს ისხამს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველა ადამიანს, რომელთა მეშვეობით, ეს სისტემა ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა. მთავრობის მეთაურმა ასევე გამარჯვება მიულოცა ყველა გამარჯვებულ დამწყებ ბიზნესმენს, ხოლო მათ, ვინც დაფინანსება ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა, წარმატებები უსურვა.

 


"არასოდეს უნდა იფიქროთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი წინ. არასოდეს იფიქროთ, ვინმეს ხომ არ აქვს ასეთი გაკეთებული - როგორც კი მოგივათ საინტერესო იდეა, ყოველთვის გადადგით პირველი ნაბიჯი და ის აუცილებლად გაამართლებს. თუ პირველი არა, მეათე გაამართლებს. დარწმუნებული ვარ, ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის, რომელიც თვისობრივად ახალ ეკონომიკის მიმართულებას გააჩენს ქვეყანაში და ამ პროექტის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება. მინიმუმ ათწლეულია საჭირო, რომ ამ მიმართულების წახალისებამ თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებები შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში და ჩვენ ნამდვილად მოწოდებული ვართ, ეს მიმართულება გავაძლიეროთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროექტის ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „სტარტაპ საქართველოს“ ჯამში, 56 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის შემდგომი ეტაპი, დაფინანსების მოპოვებისთვის, 20 სექტემბრიდან გამოცხადდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი