ლევან ბერძენიშვილი მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას
20-02-2015, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მთავრობის ეკონომიკური გუნდის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ „რესპუბლიკელები“.

 

 

როგორც „რესპუბლიკლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ასეთ რთულ პირობებში, ამ ინიციატივას ალბათ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს, თუმცა აღნიშნა, რომ კვირის ბოლო საუკეთესო დრო არ უნდა იყოს მთავრობის წევრებისთვის პარლამენტის ქუთაისის შენობაში მისასვლელად.

 

 

მთავრობის ეკონომიკურ გუნდის პარლამენტში დაბარების საკითხი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ლარის კურსის ვარდნის გამო დააყენა.

 

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლარის სტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის თემა არის, უმნიშვნელოვანესი, რითაც ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული, ისევე როგორც ოპოზიცია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, მთავრობის მხრიდან ადეკვატურ რეაქციას საკითხის მიმართ. ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს, დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ ეკონომიკაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი