„ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუკი რამ წამომიწყია ცხოვრებაში და ნამდვილად მეამაყება, რომ საქართველოში დღეს არის საშუალება, ადამიანმა ნულიდან, მართლაც არაფრიდან, მხოლოდ საინტერესო იდეაზე დაყრდნობით დაიწყო ბიზნესი, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე.
კვირიკაშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველა ადამიანს, რომელთა მეშვეობით, ეს სისტემა ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა. მთავრობის მეთაურმა ასევე გამარჯვება მიულოცა ყველა გამარჯვებულ დამწყებ ბიზნესმენს, ხოლო მათ, ვინც დაფინანსება ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა, წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „სტარტაპ საქართველოს“ ჯამში, 56 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის შემდგომი ეტაპი, დაფინანსების მოპოვებისთვის, 20 სექტემბრიდან გამოცხადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.