”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ეკრანზე გამოჩენის პირველივე დღეს, საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.
”ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეფასების უნარი აქვს განსავითარებელი. ადამიანი, რომელიც მილიარდებს ფლობს და ამ მილიარდებით, ცხოვრების გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა, იპოთეკარებს თანაგრძნობის გარდა ვერაფერს სთავაზობს. მან შეაქო ნარმანიას მუშაობა და აღნიშნა, რომ ის წარმატებული მერია. ვფიქრობ, ივანიშვილი მთელ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს და რა თქმა უნდა შეუძლებელი არის ეს სიმამაცე მას არ მოვუწონოთ“, - განაცხადა მელიამ.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას სურს საზოგადოებას ანალიზში დაეხმაროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.