"მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ", – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გონიოში გააკეთა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მისი მთავარი მიზანია ჯარისკაცის უსაფრთხოება და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
„ჩემი განცხადება ემსახურება ერთადერთს - დავიცვა თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოება და შევქმნა ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობები მოღვაწეობისთვის. ჯარისკაცმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი და მშვიდობიან პირობებში, ჯარისკაცს სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას იმისთვის, რომ თავიდან იქნას საფრთხეები აცილებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი ვალდებული ვარ, პირველ რიგში ასეთ უსაფრთხოებაზე ვიზრუნო. შესაბამისად, თუ არსებობს ხარვეზები, ვალდებული ვარ, რომ ამ ხარვეზებზე საჯაროდ ვისაუბრო ერთადერთი მიზნით, რაც ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო - ჯარისკაცის ინტერესების, მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიზნით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს კათილიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გონიოში ჩასვლისთვის.
„ეს არის თანაგრძნობა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ვგრძნობდით ცალკეული მოქალაქისგანაც. ეს არის გამოხატულება, რომ ყველა ზრუნავს თითოეულ ჯარისკაზე“, - განაცხადა თავდაცვის მონისტრმა ლევან იზორიამ ზღვაში დაკარგული ორი ჯარისკაცის პატივის მიგების ცერემონიაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.