ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის სასტარტო მოედანზე აფეთქება მოხდა. BBC–ის ცნობით, მოედანზე კოსმოსური კომპანია SpaceX-ი რაკეტას გაშვებისთვის ამზადებდა.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, რაკეტის სისტემების შემოწმების დროს კოსმოდრომის მოედანზე მომხდარ აფეთქებას კიდევ რამდენიმე აფეთქება მოჰყვა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მსხვერპლსა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.