უამინდობას ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ამის შესახებ Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
"მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. უმნიშვნელოდ დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. დილიდან მიმდინარეობს დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები", – აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მათივე ცნობით, სტიქიის შედეგებს – უამინდობით შექმნილ ვითარებას დღეს ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე გაეცნო.
ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირმა დაბა ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე დატბორილი სახლები და სოფელ ჩაისუბანში ზოიძეების დამეწყრილი ოჯახი მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.