საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
02-09-2016, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ.პოტსდამში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოა, ჯანელიძემ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგონრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.



"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საკუთრების უფლების ხელყოფა და ა.შ.



თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ და აღნიშნა ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს და საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიური როლის მნიშვნელობა.



საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთო-ს ცალკეული ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას.



ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.



არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან", – აღნიშნულია ინფრმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი