უცნობმა პირებმა წუხელ "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის მინები ჩაამსხვრიეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში მოხდა.
”მესმის, რომ ძალადობრივი მეთოდების გარდა ვერაფერს აკეთებენ, ხალხს თქვენ არ უსმენთ და პრობლემებს არ უგვარებთ. ვერც სიტუაციას აურევთ, ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ. არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრე და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.