რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი: კახიშვილის განცხადება, რომ ვითომ დავარღვიე ეთიკის კოდექსი, არის სამარცხვინო და აბსოლუტურად უტიფარი
02-09-2016, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"კახა კახიშვილის განცხადება, რომ ვითომ დავარღვიე ეთიკის კოდექსი, არის სამარცხვინო და აბსოლუტურად უტიფარი", – აღნიშნული განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის, ოთარ ვარამაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ "რუსთავი 2"–თან საუბრისას გააკეთა.

 

 

"ციხეში არის არაადამიანური პირობები და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა კახიშვილმა,“- აცხადებს ვარამაშვილის ადვოკატი.

 

 

უწყება ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

 

 

სამინისტროს განცხადებით, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ პატიმრის ადგილას თავადაც გაიქცეოდა, არღვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს და წარმოადგენს არაპროფესიულ დამოკიდებულებას საადვოკატო საქმიანობისადმი.    

 

 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს. 

 

 

ალექსანდრე კობაიძემ პატიმრის გაქცევის შემდეგ განაცხადა, რომ ოთარ ვარამაშვილის ადგილას თავადაც გაიქცეოდა.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი