გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა.
„გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. მას ასევე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ვანუატუს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს“,-ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.