“პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულება მიიღო, რაზეც აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც მედიის წარმომადგენლებს დღეს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ გააცნო.
„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
თორდიას განმარტებით, ამ შემთხვევაში დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარსს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.