„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ აირჩია სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ, არჩევნების შემდეგ კი ვერცხლისწყალივით შეერთდნენ.
„მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ წინასაარჩევნოდ. მათი გეგმა არის, რომ არჩევნების შემდეგ ისევ ვერცხლისწყალივით შეერთდნენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინოს რეაბილიტაცია, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალადობას და წარსულში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმითვე, დღეს საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტია არის „ქართული ოცნება“.
„სამწუხაროა, რომ ოპონენტები არ გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით, რომ იყოს მოლოდინი იმისა, რომ ნაკლები რაოდენობით შევიდეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში. მე ვეთანხმები იმას, რომ იქნება დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.