შსს-დან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნასთან დაკავშირებით კომისია მუშაობას შეუდგა
20-02-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა სწორედ ამ საკითხებს მიეღძვნა.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისია მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. კომისიის ფუნქციონირების მთავარი დანიშნულებაა მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი და კონცეპტუალური ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნას და მათზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კოორდინირებას გაუწევს და უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსა და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები.

 

 

როგორც დღეს გამართულ უწყებათშორისი კომისიის სამუშაო სხდომაზე შეთანხმდნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების განსახორციელებლად, კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის საჭიროა უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც კომისიის მუშაობას უფრო დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს გახდის.

 


აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადებით უკვე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში.

 


დღესვე, სამუშაო სხდომაზე შემუშავდა სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების სქემა, რომელიც რეფორმირების განსახორციელებლად ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმის მიხედვით განისაზღვრა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, როგორც რეფორმირების კომისიის მუშაობის კოორდინატორი, დაინტერესებულ პირებს, სამოქალაქო სექტორს, ექსპერტებს, კიდევ ერთხელ სთხოვს, უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და შეახსენებს, რომ კომისიის მიერ დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად, განცხადების შემოტანის ბოლო ვადა გახლავთ 1 მარტი. განაცხადების მიღების პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი