დავით ჯანდიერი: აუდიტის სამსახური გახდა ფინანსური სუს-ი პაატა ბურჭულაძის პარტიის წინააღმდეგ
02-09-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აუდიტის სამსახურის ქმედებები დაშინების პრაქტიკის გაგრძელებაა, – აღნიშნული განცხადება სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა, დავით ჯანდიერმა აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პარტიამ ”სახელმწიფო ხალხისათვის” უკანონო შემოწირულობა მიიღო.

 

 

”აუდიტის სამსახურში მოწმის სახით დაბარებულმა პარტიის თითოეულმა შემომწირველმა გასაუბრების მიმდინარეობისას ითანამშრომლა ინტერვიუერთან, მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია და მონიტორინგის სამსახურს არ დაუტოვა არანაირი ეჭვი პოტენციური დარღვევის დასადასტურებლად. აუდიტის სამსახური გახდა ფინანსური სუს-ი პაატა ბურჭულაძის პარტიის წინააღმდეგ. ამ სამსახურის ქმედებები არის გაგრძელება დაშინების პრაქტიკის, რასაც ხელისუფლება ეწევა როგორც კერძო ბიზნესის, ისე სხვა პირთა წინააღმდეგ დაფინანსების კანონიერი წყაროების მიღებისთვის ხელშეშლის მიზნით. მისი მიზანია ერთი მხრივ, ჩვენი მხარდამჭერების პარალიზება წინასაარჩენოდ, ხოლო მეორე მხრივ, კი საქართველოს მოქალაქეების დაშინება, რომ არ აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი