თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მანმა“ უკვე დაიწყო ავტობუსების წარმოება და შემოდგომიდან ქალაქში ახალი ავტობუსები გამოჩნდება.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს, მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საცობების განტვირთვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
"ჩვენ მომდევნო კვირას ვეწვევით „მანის“ ქარხანას, სადაც დავათვალიერებთ უშუალოდ წარმოების პროცესს და ამ წლის შემოდგომიდან ახალი ავტობუსები ქალაქში გამოჩნდება. შემდეგ, ეტაპობრივად 7 თვის განმავლობაში თბილისში ყველა ავტობუსი ჩამოვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ტენდერის შედეგად თბილისში 143 ახალი ავტობუსი ჩამოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.