2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამებისას.
"მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მონაცემებში ჩვენ არ შეგვყავს 2012 წელს ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობა. საერთო ჯამში, 3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი შეიქმნა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში და ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს შრომას, რამაც შექმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები და ის შესაძლებლობები, რომ ადამიანებს და კომპანიებს განეხორციელებინა თავისი ინვესტიციები”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება 2016-2017 წლის გეგმებს, მისივე თქმით, კერძო ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, არის 1,1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციების მოლოდინი.
”ეს არის პრაქტიკულად, დაწყებული, იდენტიფიცირებული პროექტები. ეს არის ის დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შედეგი იმ ბიზნესკლიმატის, რომელიც ჩვენ აკმ ქვეყანაში შევქმენით. 60-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი შეიქმნება, რაც დამატებით 3 800-ზე მეტს საწოლ ადგილს გულისხმობს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.