პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პარლამენტს მოუწოდებს, მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებზე 6 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის ფორმატში მსჯელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და კანდიდატურების კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანო არჩევნებამდე ვერ მოასწრებს.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, რომ უზრუნველყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისაგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების უფლება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას ალბათ ფორმალური ხასიათი ექნება, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს იმსჯელებს. მოსამართლეობის კანდიდატების, ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.