„საცობების განტვირთვის თვალსაზრისით რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ, მათ შორის ქალაქის ვიწრო და ცენტრალურ უბნებში პიკის საათებში დასუფთავების მანქანების გადაადგილება შევზღუდეთ და ისინი განსხვავებული გრაფიკით გადაადგილდებიან“,-განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კაპიტალური სამუშაოები სრულდება ნუცუბიძის, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე და სხვა უბნებში.
„ამ ქუჩების მოწესრიგების შემდეგ, მოუწესრიგებლობით გამოწვეული დისკომფორტი მძღოლებს აღარ ექნებათ“,-განაცხადა მერმა.
დავით ნარმანიამ დისტრიბუტორი კომპანიების მანქანებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღნიშნულ მანქანებს 20-მდე ქუჩაზე პიკის საათებში შესვლა შეეზღუდათ.
„ასევე დისტრიბუტორ კომპანიებთნ ერთად ვიმუშავეთ და დისტრიბუტორი კომპანიების მანქანებს 20-მდე ქუჩაზე პიკის საათებში შესვლა შეეზღუდათ. ამ სახის მუშაობას მომავალ წელს გავაგრძელებთ. დამატებითი რეგულაციებით ქუჩების განტვირთვა ხდება. გრძელდება „ჭკვიანი შუქნიშნების“ ერთიანი მართვის სისტემაში სულ უფრო მეტი კვანძის ჩართვა, ამ თვალსაზრისით სამუშაოებს წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.