მსხვილი ლატვიური კომპანია FERRUS-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია FERRUS-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.
FERRUS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს შეეხო და ქვეყანაში არსებულ ღია, გამჭვირვალე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს გაესვა ხაზი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.