რომან გოცირიძე: დოყლაპია, პათოლოგი და კორუმპირებული ნოდარ ჯავახიშვილის დამსახურებაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ითვისებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს
02-09-2016, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ათეულის წევრი, რომან გოცირიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს, მისი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას "ეროვნული ვალუტის გამანადგურებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ჯავახიშვილს "რაღაც როლიც მოარგეს და ჩემი ლანძღვა-კრიტიკა დაავალეს ტელეეთერიდან".

 

 

"წლებია ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი ცუდი მუშაობის გამო ვერ ითვისებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს, რომლის დიდი ნაწილი უცხოური კრედიტებია. ეს დიდწილად დოყლაპია, პათოლოგი და კორუმპირებული ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის დამსახურებაა. ოთხი წელია ხაშურამდეც კი ვერ მიიყვანეს გზა, როცა გეგმით 2014 წლამდე უნდა დამთავრებული ეს და სხვა მონაკვეთიც.

 


გრძნობს რა მინისტრი, რომ ვერ შეინარჩუნებს პოსტს, მისი საჭიროების გამამართლებელ ხერხს მიმართა. კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო და გუშინ პალიტრის ეთერში მომდგა ვულგარული კრიტიკით (”რას ბჟუტურებს” და მსგავსი ეპითეტებით). მოკლედ, მისი ჭკუით, ვიღაცებს აამა", აცხადებს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

 

მან ასევე 1997 წელს, ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის მიერ გამოცემული 380-გვერდიანი წიგნის სახელწოდების აღმნიშვნელი გვერდის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მასში "დოკუმენტურად არის ნაჩვენები, თუ როგორი კორუმპირებული იყო მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი".

 


„ამ ნაშრომმაც და დოკუმენტების კრებულმაც ითამაშა თავისი როლი, როცა პარლამენტმა ჩააგდო შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი მისი კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევისას. ეს კორუმპირებული, ავანტურისტი, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას ადამიანის მკვლელი და გასამართლებული ადამიანი, ოთხმოცდაათიან წლებში მისი ეროვნული ბანკის მმართველობისას მაშინდელი ეროვნული ვალუტის გამანადგურებელი პიროვნება დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრია. წინასაარჩევნოდ რაღაც როლიც მოარგეს და ჩემი ლანძღვა-კრიტიკა დაავალეს ტელეეთერიდან. ამ სამინისტროს მიერ დარღვევებით ჩატარებულ ტენდერებზე და კორუფციულ სქემებზეც დაიწერება ანალოგიური წიგნი. ვერ დაემალება პასუხისმგებლობას,“ – წერს რომან გოცირიძე.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   uran379
      
Чъя б корова мычала, а чъя б молчала... ზუსტად თქვენზეა ნათქვამი ბატონო გოცირიძე... ხმას როგორ იღებთ არ გრცხვენიათ?!გახსოვთ როგორ დაანგრიეთ საქართველოს ეკონომიკა,როგორ დაამშიეთ ხალხი...შეგრცხვეთ ბოლოს და ბოლოს!!!! სააკაშვილი თქვენი უკანასკნელი შანსია თავი დაიტოვოთ პოლიტიკაში,მარამ მიშას რომ არავითარი შანსი არ აქვს..ცნობილია ეს თქვენთვის???????????
2 სექტემბერი 2016 22:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი