გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობისთვის" სერიოზული საფრთხე გავხდით
02-09-2016, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ქართული ოცნებისთვის”, ბიძინა ივანიშვილისთვის და ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ჩვენ გავხდით ძალიან სერიოზული საფრთხე და ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ჩვენს გაერთიანებას, - განაცხადა საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ბურჭულაძე–ვაშაძე–ჯაფრიძის გაერთიანება "ნაციონალურ მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთაა.

 

 

”თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეფორმები, ეკონომიკური წინსვლა, ქვეყნის წინ წაწევა ეს არის ”ნაციონალური მოძრაობა”, პრობლემა არ არის. ჩვენს ბლოკში შეიკრიბა ძალიან ძლიერი გუნდი, ყველა უწევს ანგარიშს და ფიქრობენ, რომ გვაქვს სერიოზული შანსი, ძალიან მაღალი შედეგი გვქონდეს, იმიტომ, რომ მხარდაჭერაა საზოგადოებრივ მხრიდან. ამიტომ, ”ქართული ოცნებისთვისაც”, ბიძინა ივანიშვილისთვისაც და ”ნაციონალური მოძრაობისთვისაც” ჩვენ გავხდით ძალიან სერიოზული საფრთხე და ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად გარკვეული ზიანი მიაყენოს ჩვენს გაერთიანებას.

 

 

ერთის მხრივ, გვყავს ”ნაციონალური მოძრაობა” თავისი წარსულით, მეორეს მხრივ გვყავს ”ქართული ოცნება” თავისი 4 წლიანი უუნარობით და კატასტროფით, რაც ქვეყანაში ხდება. ეს ორი ჯგუფი ცდილობდა აქამდე ცუდსა და უარესს შორის გაეკეთებინა ხალხს არჩევანი. გამოჩნდა ჩვენი მძლავრი გაერთიანება, რომელიც ამბობს, რომ არ არის აუცილებელი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ, არამედ წარსულსა და მომავალს შორის”, - განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი