კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ პროტესტის ნიშნად ხელბორკილები თავად დაიდო
20-02-2015, 03:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის გუბერნატორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეისათვის ჩანიშნულ პროცესზე პროკურორის გამოუცხადებლობა საკუთარ თავზე ხელბორკილების დადებით გააპროტესტა.

 

 

გიორგი ლილუაშვილი სიბაშვილის სასამართლო პროცესზე უკვე მერვედ არ გამოცხადდა, რის მიზეზადაც ტრენინგზე ყოფნას ასახელებს. გიორგი სიბაშვილი საქმის პროკურორის შეცვლას ითხოვს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

 

 

„იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, ვერ ვიქნები პატიმარი. ბორკილები, რომელიც ხელში მიჭირავს, შემიძლია მხოლოდ მე დავიდო და მოვიხსნა, თქვენ ამას ვერ შეძლებთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო სასამართლოს უნდა მისცეთ მართლმსაჯულების აღსრულების უფლება“,- განაცხადა სასამართლოს ეზოში სიბაშვილმა. კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის მომდევნო პროცესი 2 მარტისთვის დაინიშნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი