არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებვერდზე გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, დელეგაციას ე.წ. ვიცე პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტს, ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.
”მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად. აფხაზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა”, - განაცხადა გაბნიამ.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ ”ფეისბუქში” ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგიანიც ფიგურირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.