მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს ლოგისტიკის ინდექსის ბოლო შედეგების შესახებ შეხვედრა გაიმართა
02-09-2016, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს ლოგისტიკის ინდექსის ბოლო შედეგები და მის გასაუმჯობესებლად აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა.

 

 

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, ქართული მხარე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობს 2016 წლის კვლევის შედეგების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზზე.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული და ინვესტიციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, აუცილებელია დარგში განათლების დონის ამაღლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება.

 

 

ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ თუ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მიერ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებასა და ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.

 

 

„აღნიშნული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების შესაქმნელად, ლოგისტიკის სტრატეგიის შემუშავება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 

მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ლოგისტიკის ინდექსის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებაში სრული მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

„საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები რამდენი დღის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობასთან ერთად უკვე ინტენსიურად მუშაობენ ამ საკითხებზე. მთავრია არა ის თუ რა შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე, არამედ რის გაკეთებას ვაპირებთ სამომავლოდ.

 

 

ჩვენ ერთობლივად უკვე დავგეგმეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც უახლოეს პერიოდში ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. მე დარწმუნებული ვარ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია და 2018 წლის შედეგები ამის მკაფიო დასტური იქნება“,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის დასასრულს სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი