ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, – განუცხადეს Guardian.ge–ს შს სამინისტროში. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ერთი პირი დაჭრილია, ერთი კი მოკლული.
ორ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოტა ხნის წინათ ესროლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.