გიორგი ალიბეგაშვილი: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს სახელწოდება შეეცვლება
02-09-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელწოდება გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურად გადაკეთდება.

 

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.

 

 

ალიბეგაშვილმა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურში შესაბამის მიმართულებებზე სამი განყოფილება შეიქმნება.

 

 

„თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოსვლის დროს მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული აქტივობისკენ, რათა აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთონ. მერიაში ამ მიზნით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ კერძო პირებსაც, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ, ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის ეკოლოგიაზე“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი