ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კ. კ. დამნაშავედ სცნო გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კ.კ. 2016 წლის 21 მარტს, დღის საათებში ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა ნ.ჯ-ს და ქორწინება შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ნ.ჯ-ს წინააღმდეგობა დაეძლია. კ.კ. მუქარით, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა ნ.ჯ-ს მასთან ქორწინებას. 2016 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, კ.კ-მ იძულებით მიიყვანა ნ. ჯ. ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
სამართალდამცველებმა კ.კ. 2016 წლის 11 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება).
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.