ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზური საზოგადოება უკვე აცნობიერებს რუსიფიკაციის საფრთხეებს და ხვდება, რომ მათ იდენტობას სერიოზული საფრთხე ემუქრება
02-09-2016, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში „უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ადენაუერის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

სახელმწიფო მინისტრმა დამსწრეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლებისა და გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვის ფაქტებზე.

 

 

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ხდება ისეთი ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებაც კი, როგორიცაა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების რეალიზება.

 

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ გზად სამშვიდობო პოლიტიკას განიხილავს, რომლის მიზანიც მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და ეს პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

 

 

სახელმწიფო მინისტრს შეფასებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით რეალურად ექსკლუზიური კონტროლი მოიპოვა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროზე, თუმცა, აფხაზური საზოგადოება უკვე აცნობიერებს რუსიფიკაციის საფრთხეებს და ხვდება, რომ მათ იდენტობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

 

 

კონფერენციაზე ასევე, ნაჩვენები იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების ცხოვრებას ასახავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი