გიორგი კვირიკაშვილი სენაკის მოსახლეობას: იყავით იმედიანები იმიტომ რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი
02-09-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა ყველა თქვენგანს მოვუწოდო და ვთხოვო, რომ იყავით იმედიანები იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი, - მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა სენაკის მოსახლეობას, სადაც მან პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარადგინა.

 

 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ”ქართულ ოცნების” ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსაც ასევე ირაკლი ბერაია ჰქვია.

 

 

”ხობსა და სენაკში ცნობილი ქართული კინოფილმისა არ იყოს, წარდგენილია მაჟორიტარობის ორი კანდიდატი - ორივე ირაკლი და ორივე ბერაია. ასე რომ, მემგონი ესეც გარკვეულწილად ნიშანდობლივია. ერთი რამ მინდა ვთქვა - გუშინ ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო. გუშინ ჩვენ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დავაჯილდოვეთ მეორე წყება გამარჯვეულებისა, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდის გამარჯვებულები. ეს ფონდი შეიქმნა სულ ორიოდე თვის წინ და ის აძლევს საშუალებას ყველა ახალგაზრდას მათი მშობლების, თუ წინაპრების ქონების დაგირავების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო იდეით მოიპოვონ დაფინანსება და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. ეს არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს განვითარების. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე, როდესაც ჩვენ გუშინ დავაჯილდოვეთ 34 გამარჯვებული ახალგაზრდა. მათი ინოვაციური იდეა შეისხამს ხორცს და ისინი გახდებიან მეწარმეები, ბიზნესმენები. სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ჩვენ დავაჯილდოვეთ ასევე 20 მაღალტექნოლოგიური ახალი იდეის ავტორი ახალგაზრდა. ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარულია, როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ის მიემგზავრება დარჩელში, სადაც 150 მეწარმესთან გამართავს შეხვედრას.

 


”ესენი არიან სრულიად ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი სამთავრობო პროგრამების საშუალებით მოიპოვეს დაფინანსება და წამოიწყეს ბიზნესი. ეს არის აბსოლუტურად სხვაგვარი ეკონომიკის შექმნა საქართველოში. მინდა ყველა თქვენგან მოვუწოდო და ვთხოვო, რომ იყავით იმედიანები იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი. ამის ჩვენ გვჯერა, გვწამს და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რწმენა და იმედები. ეს არის აბსოლუტურად რეალობაზე დაფუძნებული ხვალინდელი დღის ხედვა მთლიანად ჩვენი გუნდისა, რომელის წევრიც გახდა ირაკლი ბერაია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი