დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა. იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსდამთავრებულების ფიცის დადების ცერემონიალი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
აკადემიის კურსდამთავრებულებს დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და მათ ქართული არმიისთვის უდიდესი შენაძენი უწოდა. სიტყვით მიმართვისას ლევან იზორიამ იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მათ, როგორც ოფიცრებს, დღეიდან დაეკისრებათ:
„ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის. იყო ოფიცერი - უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც თქვენ კიდევ უფრო დიდი ენერგიით იტვირთეთ. თქვენ ეს პასუხისმგებლობა გაწევთ არა მხოლოდ თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად აიღებთ იმ კვალიფიკაციით, რაც აქ შეიძინეთ და ღირსეულად გაართმევთ თავს იმ ანთებული გულით და დიდი სიყვარულით, რომელიც თქვენ სამშობლოს მიმართ გაქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი განვითარება ინსტიტუციურ გზაზე გადის, ხოლო თავდაცვითი განვითარება - სწორედ თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარებაზე. ამ ინსტიტუტებს კი სწორედ თქვენსავით კვალიფიციური, გულანთებული ოფიცრები ქმნიან“.
აკადემიის დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარებაში ახალგაზრდა ოფიცერთა კორსპუსმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.
ღონისძიება დიპლომების გადაცემის ცერემონიალით გაგრძელდა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების სხვა ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
თავდაცვის უწყების ცნობით, დღეიდან კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. იუნკერთა ბატალიონის IV კურსის კურსდამთავრებულებმა ასევე, მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიური ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.