იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი ფასიანი გახდა, თუმცა იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ის უფასოა.
იუსტიციის სახლში აღნიშნულს იმით ხსნიან, რომ ადგილზე მისულ მომხმარებლებს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ადგილი დახვდეთ პარკირებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.
„ძალიან ბევრი ისეთი მანქანა აჩერებდა იუსტიციის სახლის პარკინგზე, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი კავშირი იუსტიციის სახლთან“,-აცხადებენ უწყებაში.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის ტარიფები შემდეგია: 0-დან 45 წუთის ჩათვლით ავტოსადგომზე ავტომობილის გაჩერება უფასოა; 46 წუთიდან ერთი საათის ჩათვლით მომსახურება 1 ლარია; ერთი საათიდან 2 საათის ჩათვლით ავტოსადგომის ღირებულება 2 ლარს შეადგენს; 2 საათიდან 12.00 საათის ჩათვლით 3 ლარი, ხოლო 12.00 საათიდან 24 საათის ჩათვლით ავტოსადგომის მომსახურება 5 ლარს შეადგენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა აღნიშნულ ქმედებას უკანონოს უწოდებს.
„საქმე გვაქვს კიდევ ერთ უგუნურ გადაწყვეტილებასთან იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობისგან. პარკინგი სადაც 1 500 ავტომობილი ეტევა, ორი დღეა რაც ფასიანი გახდა. ეს არ არის კომერციული ფართი, რაშიც შეიძლება სახელმწიფომ ფული გააკეთოს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.