საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის განცხადებით, სომხური მხარე განმარტავს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
გიგიაძის განმარტებით, დღეს დილით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის სავარაუდო შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისათან დაკავშირებით, უწყებამ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა.
"ჩვენი ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრა მინისტრის მოადგილეს. გვქონდა პირადი საუბარი საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა გიგიაძემ.
მისივე თქმით, ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.
”სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა. ის ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მასთან”, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.