ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
"ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 485 550 ლრი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „კაბადოკია“ აწარმოებს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება", აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.