პაატა შეშელიძე: გაღატაკებული ადამიანები შეიძლება ივანიშვილს მიადგნენ და მას ლარის ვარდნა ძვირად დაუჯდეს
20-02-2015, 05:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომისტ პაატა შეშელიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას ბიძგი მხოლოდ მიმოქცევაში ლარის დიდი ოდენობით გამოშვებამ მისცა. სხვა მიზეზი, რასაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამოწვევა შეეძლო, არ არსებობს.

 


ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ამბობს, რომ თანამდებობის პირების დაშვებულმა შეცდომებმა ძალიან ბევრი ადამიანი გააღატაკა. იგი არ გამორცხავს, რომ ეს გაღატაკებული ხალხი ივანიშვილს მიადგეს და მას ლარის ვარდნა ძვირად დაუჯინოს.

 

 

პაატა შეშელიძემ ამ საკითხზე გაზეთ „რეზონანსთან“ ისაუბრა.

 


მისი აზრით, ის, რაც დღეს ეროვნულ ვალუტას სჭირს, არის ეროვნული ბანკისა და მთავრობის აბსოლუტურად წინდაუხედავი, უპასუხისმგებლო და არაპროფესიული საქმიანობის შედეგი. მათ საფრთხე ვერ დაინახეს, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,8-იან ნიშნულს გადასცდა. ახლა კი ვერაფერს ვერ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ამბობენ "ყველაფერი დროებითია" და "ლარი ჯანსაღია".

 


"ეს უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან იმ საქმისთვის, რისთვისაც ხელი აქვთ მოკიდებული. აქ ხელის დაფარება არ უნდა მოხდეს! ესენი არიან თანამდებობის პირები, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს და ძალიან ბევრი ადამიანი გააღატაკეს! ამის გამოსწორება კი ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. შეიძლება ივანიშვილს მიადგნენ და მას ლარის ვარდნა ძვირად დაუჯდეს. ყველაფერი ასე დამთავრდება, თუ სასწრაფოდ იმ ადამიანებს არ შეცვლიან, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს", - განაცხადა შეშელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ლარის ასეთი დევალვაცია დაწყებულიყო და არც რეალობა ითხოვდა მიმოქცევაში ლარის ასეთი დიდი რაოდენობით გაშვებას.

 


"ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული, გვაქვს მშპ-ს ზრდა, ინფლაცია არაა, ინვესტიციები შემოდის და როგორც ამბობენ, კიდეც გაიზარდა. ლარში და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები კატასტროფულადაა მომატებული. ერთადერთი სერიოზული მაჩვენებელი, რამაც კურსის ვარდნას სერიოზული ბიძგი მისცა, ეს არის ლარის ემისია.

 


რატომ არის გაზრდილი ლარი მიმოქცევაში? იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, იანვარ-დეკემბერში ფულს მთავრობას აძლევდა, რომ მათ საგარეო თუ საშინაო ვალდებულებები გაესტუმრებინათ. ეს არის საკვანო საკითხი, რამაც ლარის ვარდნა გამოიწვია. ვინც ამას აკეთებდა, ვინც ამას მალავდა, აუცილებლად აქედან უნდა წავიდეს. არ შეიძლება ასეთი ადამიანების დაქირავება და მათთვის ფულის გადახდა.

 


აუცილებლად ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სხვა მიმართულება არც უნდა განიხილებოდეს. ხომ არ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანები შეცდომას უშვებდნენ, ისევ თანამდებობობებზე იყვნენ, ხელფასს იღებდნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ?" - აცხადებს პაატა შეშელიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი