ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან ლექტორებთან ერთად ლექციების ჩატარებას იწყებს
02-09-2016, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიასთან „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე ლექტორებთან ერთად ლექციების ჩატარებას იწყებს. 

 

 

მისი თქმით, მერიასთან გამწვანებისა და ეკოლოგიის შესახებ აქციები გაიმართება, სადაც ის  თავის სტუდენტებს და სხვადასხვა ლექტორებს მიიყვანს.

 

 

ნატა ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელწოდების შეცვლა სამსახურის რეორგანიზაციას არ ნიშნავს.

 

 

„დღეს თქვეს, რომ რეორგანიზაცია დაიწყო გამწვანების სამსახურის. მაგრამ სახელის შეცვლა რეორგანიზაციას არ ნიშნავს. გარდა ამისა, შეხვედრებზე არც ერთი ჩვენი წევრი ან ორგანიზაცია, რომელიც გვერდით გვედგა, არ ყოფილა. ეს არის უბრალოდ ილუზია, თითქოს აკეთებენ იმას, რასაც ვაპროტესტებთ, მაგრამ რისი კეთებაც დაიწყეს, ეს არის შეურაცხმყოფელი. დღეს შეიკრიბნენ საკრებულოში და სახელი გადაარქვეს გამწვანების სამსახურს. ჩვენ ამით კიდევ უფრო გავბრაზდით. იმედი გაქვს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოვა“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

 

 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელწოდება გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურად გადაკეთდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი