"ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიაში დასანიშნი ე.წ პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრების შერჩევის პროცესში, ”ქართული ოცნების” ცალკეული ლიდერები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ.
”ქართულ ოცნებას” არ აქვს უფლება მოპაროს ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი, - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჩიქოვანის ინფორმაციით, თითოეული ადამიანი, რომელიც შეირჩა საუბნო-საარჩევნო კომისიაში ”ქართული ოცნებისა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ინსტრუქციით მოხვდა, ხოლო დანიშვნის შესახებ ინსტრუქცია საოლქო-საარჩევნო კომისიაში ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ განახორციელა.
"თითოეული კომისიის წევრი, რომელიც შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიაში, არის მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვისაც მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. სხვა შემთხვევაში არც ერთი ადამიანი არ არის შერჩეული. ეს თვალნათლივ მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" დღეს იწყებს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც იქნება მისთვის სახარბიელო. მე მოვუწოდებ ყველა ოლქს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც, ჩაატარონ ანალოგიური ანალიზი და ნახონ თუ ვინ არის შერჩეული საუბნო-საარჩევნო კომისიებში”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც უცხოეთში ან სამხედრო-შეიარაღებულ ძალებში იმყოფებიან, რათა მოხდეს მათი მობილიზება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი შედეგის მისაღწევად.
„მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, ასევე სამხედრო-შეიარაღებულ ძალებში ან გასამხედროებულ უწყებებში მყოფი პირების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს მათი საშუალებით არჩევნების შედეგების მანიპულირება. ამას ჩვენ, ”თავისუფალი დემოკრატები” არ დავუშვებთ. როგორც ”ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰქონდა უფლება, ისე არც ”ქართულ ოცნებას” არ აქვს და არც მომავალში უნდა ჰქონდეს უფლება მოპაროს ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.