შალვა ნათელაშვილი დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს
02-09-2016, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.

 

 

საკუთარი თავი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მოქალაქეებს დუშეთში დღეს წარუდგინა.

 

 

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ნათელაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა  და გამარჯვების შემთხვევაში, დუშეთში არსებულ პრობლემების მოგვარების პირობა დადო.

 

 

"მე მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმდე და კენჭი ვიყარო საქართველოს პარლამენტში დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან. გამოგვეცხადა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და თანაგრძნობა გამოგვიცხადა შეუსრულებელი დაპირებების გამო, ცინიზმის უმაღლესი კლასია. ბატონ ივანიშვილს და მის ხროვას წინასწარ ვუცხადებ თანაგრძნობას, 8 ოქტომბერს ისტორიის ქარიშხალი რომ წაიღებს მას და მის ბანდას, დუშეთიდან და მთელი საქართველოდან“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი