ქობულეთის გამგეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა
02-09-2016, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის გამგეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა, რომლის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


მათი ინფორმაციით, საბჭო გამგეობის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისაგან არის დაკომპლექტებული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძეა.

 


შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს უყარეს კენჭი. მათ განიხილეს საბჭოს და მისი სამდივნოს ეფექტური ფუნქციონირების შესახებ საკითხები, ასევე იმსჯელეს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნვეყოფის სამოქმედო მუნიციპალური გეგმის შემუშავებასა და 2017 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროგრამების შესახებ.

 


დღესვე საბჭოს წევრებმა უსინათლო ალექსანდრე მწეველიძის ჟოლოს სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი