საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის არაღიარებული სახელმწიფოს დელეგიაციის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი შეფასებით ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა.
"სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას და მით უმეტეს ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.
"სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ არსებობს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.