პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის უზრუნველყოფს ყველა კონფესიის მიმდევართათვის შესაბამისი უფლებების დაცვას.
აღნიშნულით გიორგი კვირიკაშვილიმა ჟურნალისტის კითხვას - „იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება?“ - უპასუხა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ თემით სპეკულირების საშუალება არავის უნდა მიეცეს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, ამ თემით ისპეკულიროს და, სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ამ თემით ბევრი ადამიანი ეწევა პოლიტიკურ, ძალიან სახიფათო სპეკულაციას. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ თუ არა და სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს. ეს იქნება ორმხრივი დიალოგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. წინასწარ რამის თქმა ნაადრევია. მე მექნება მათთან შეხვედრები, მაქვს კომუნიკაცია, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ექნება საშუალება და დრო, სრულად შეისწვლოს ეს საკითხი და მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.