პრემიერ-მინისტრმა, კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია - თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი, ღვინო და ა.შ. დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.
კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 599 მეპაიეს აერთიანებს. საწარმოში 2015 წელს 47 ტონა თხილი გადაამუშავეს. კოოპერატივს იჯარით, წელიწადში ერთ ლარად გადაეცა ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - "თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გზით" ფარგლებში, მოეწყო. საწარმოო ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის გამოშრობისა და ერთდროულად 500 ტონამდე თხილის შენახვის საშუალებას იძლევა.
როგორც პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფოს დახმარებით, უკვე შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.