ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით შესრულებული კვლევის თანახმად, რომელიც JPM-მა ჩაატარა, გამოკითხულთა 38%-ს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწონს, ხოლო 23%-ს - არ მოსწონს.
კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს, 38%-ს არ მოსწონს;
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე გამოკითხულთა 23%-ს მოსწონს, 37%-ს არ მოსწონს;
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი 23%-ს მოსწონს, 39%-ს არ მოსწონს;
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 20%-ს მოსწონს, 38%-ს არ მოსწონს;
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი გამოკითხულთა 15%-ს მოსწონს, 43%-ს არ მოსწონს;
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა 13%-ს მოსწონს, 58%-ს არ მოსწონს.
„იმედის" ცნობით, პირდაპირი ინტერვიუს სახით 1 200 ამომრჩეველი გამოიკითხა და კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.