ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით შესრულებული კვლევის თანახმად, რომელიც JPM-მა ჩაატარა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნებზე მიდიოდეს გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 16% - „ნაციონალურ მოძრაობას“.
კვლევის თანახმად, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ მხარს გამოკითხულთა 4-4% უჭერს;
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ - 3%;
„პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ - 2-2%.
კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება არ მიუღია და პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 34%-მა.
„იმედის" ცნობით, პირდაპირი ინტერვიუს სახით 1 200 ამომრჩეველი გამოიკითხა და კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.