"სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ კომენტირებისას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები.
"განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე გავიარეთ კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია. ვიმსჯელეთ ასევე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. ეს მსჯელობა გაგრძელდება ეკონომიკურ საბჭოში პრემიერის ხელმძღვანელობით და გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში მივიღებთ.
სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას. საჭიროა ერთიანი მუშაობა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დღევანდელ ტრადიციულ შეხვედრაზე დასახეს ძალიან კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში როგორ მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება.
"ვფიქრობთ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი სინქრონული მუშაობით შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა", - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.