ფიქრია ჩიხრაძე: ამომრჩეველი ელოდება პოლიტიკური ძალების რეალურ შეთავაზებებს, გზავნილებს და პრობლემების გადაჭრის გზებს
03-09-2016, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს ძალიან ცხადად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი განწყობილია მრავალფეროვანი არჩევანისთვის, ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიებს, რომ უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან.

 

 

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა იყო ამომრჩევლის ნიჰილისტური განწყობა და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა. სწორედ ამან განაპირობა საპრეზიდენტო კამპანიის წარმოება ამომრჩევლის გააქტიურების კუთხით.

 

 

ახალგაზრდები საზაფხულო სკოლების ფარგლებში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში. ყველა რეგიონში შეხვდნენ ამომრჩეველს. ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო მოვიარეთ უკვე. დღეს ძალიან ცხადად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველს აღარ უნდა შავ-თეთრი არჩევანი, რომ ამომრჩეველი განწყობილია მრავალფეროვანი არჩევანისთვის, ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი.

 

 

შესაძლოა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ხელს აძლევდეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ამომრჩევლის ინტერესში. სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

 

 

პრეზიდენტის სახელით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ, უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან. ამომრჩეველი ელოდება მათ რეალურ შეთავაზებებს, რეალურ გზავნილებს, პრობლემების გადაჭრის გზებს. ამ გადასახედიდან, შეიძლება იმედიანად ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი