ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით შესრულებული კვლევის თანახმად, რომელიც JPM-მა ჩაატარა, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
კითხვაზე - "მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას აძლევთ ხმას, როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებში, რომელი პარტია გაიმარჯვებს?" - გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, 10% ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, 31%-მა კი ჯერ არ იცის კითხვაზე პასუხი.
„იმედის“ ცნობით, პირდაპირი ინტერვიუს სახით 1 200 ამომრჩეველი გამოიკითხა და კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.