გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქალაქ ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილესთან, ემილი ჰამბერთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ აღნიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა, მათ შორის, მინისტრის მოადგილემ ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას სანიმუშო უწოდა, რაც მისი განცხადებით, ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოდგა.
ემილი ჰაბერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და რეფორმები, რომელიც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის პროცესში განახორციელა, მან აღნიშნა, რომ გერმანია აფასებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გერმანიასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ დინამიკას, რისი გამოხატულებაც არის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადება და ბევრი სხვა აქტივობა, რაც ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სანდო პარტნიორი და რეგიონში დემოკრატიული განვითარების საუკეთესო მაგალითი. მან ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაში.
გერმანულ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ მხარეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.